მთავარისიახლეებიპოლიტიკაოათარ კახიძე და ირაკლი ბერაია ,,შეიბნენ'' - ვინ ვის უპასუხა და როგორ...

ოათარ კახიძე და ირაკლი ბერაია ,,შეიბნენ” – ვინ ვის უპასუხა და როგორ პარლამენტში

Published on

 
,,მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია,“ – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოთარ კახიძესთან დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.
 
ბერაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ჩხუბის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ კახიძეს კომიტეტიდან გასვლა უნდოდა და სწორედ ამის გამო მოიფიქრა „კრეატიული საშუალება“. 
 
დეპუტატი ირწმუნება, რომ მას კახიძისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მხოლოდ კორექტულობისკენ მოუწოდა. 
 
"დამრჩა განცდა, რომ ოთო კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასვლა და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა. მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც მან არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მისთვის კორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია," – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
 
 პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდგომ განცხადება დეპუტატმა ოთარ კახიძემაც გააკეთა.
 
,,.ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, –  დეპუტატის განცხადებით, მან კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართა, რასაც ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა.
 
"შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის პროცედურის დარღვევაზე, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რასაც გავეცი პასუხი. ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის ეთიკას და საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია. ინციდენტი მე არ წამომიწყია, მე უბრალოდ პასუხი გავეცი მის ქმედებას", – განაცხადა კახიძემ
 
შეგახსენეთ, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
 
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტი მხოლოდ კითხვების დასმას ითვალისწინებდა და არა გამოხმაურებას.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...