მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

Published on

მიხელ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს – განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. 
 
სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.
 
"ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე. 
 
"ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის ამ აპლიკაციას და პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე ხმის ელექტრონულად მიცემა შეეძლება. 
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მეთოდით ისინი ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროცესსა და გადაწყვეტილებაში. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა პროცესებზე და მმართველობაზე ყველამ უნდა აიღოს. 
 
მიხეილს სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება. მისი თქმით, ეს იქნება მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. 

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...