მთავარისიახლეებიპოლიტიკამას უკვე იმისიც ეშინოდა, რომ მოსამართლეთა კლანი საბჭოს სხდომაზევე...

მას უკვე იმისიც ეშინოდა, რომ მოსამართლეთა კლანი საბჭოს სხდომაზევე სცემდა – ყოფილი თანაშემწე ნინო გვენეტაძის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს

Published on

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ყოფილი თანაშემწე, ნინო გვენეტაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. 
 
იურისტი კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძე ე.წ. მოსამართლეთა კლანისგან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
 
მისი თქმით, ის გარკევული პერიოდის განმავლობაში გვენეტაძის თანაშემწედ მუშაობდა, შესაბამისად კარგად იცის, რა მდგომარეობაში იყო უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. წიქარიშვილის თქმით, გვენეტაძე არ გამორიცხავდა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. წიქარიშვილი ირწმუნება, რომ გვენეტაძეს ზეწოლის შეეშინდა და ე.წ. კლანთან თანამშრომლობა დაიწყო. 
 
„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად,“ – განაცხადა წიქარიშვილმა.
 
სასამართლო სისტემის გადარჩენის მიზნით წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს, ღიად ისაუბროს იმ ზეწოლაზე, რომელიც სასამართლოში არსებული კლანიდან მოდიოდა მისი მიმართულებით.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...