მთავარისიახლეებისამართალიდაკავებულია პირი, რომელმაც სამარშუტო ტაქსის მძღოლი დაჭრა

დაკავებულია პირი, რომელმაც სამარშუტო ტაქსის მძღოლი დაჭრა

Published on

 
თბილისში, ვარკეთილში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, ტაქსების ბოლო გაჩერებაზე მოხდა.
 
დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება, თუმცა დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.
 
დაჭრილი, 50-წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.დანაშაული  ცხელ კვალზე გაიხსნა.
 
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედბების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს" – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...