მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსული ოკუპაციის მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

რუსული ოკუპაციის მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

Published on

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. 29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიდან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.
 
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც გამოძიებას უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება მომხდართან დაკავშირებით. 
„რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის ამოცანა ახლა გახლავთ ის, რომ  რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს რეალური გარემოებები მისი გარდაცვალების, ამისათვის უკვე გადაიდგა ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანი  იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და  ცხედარი იქნა გადმოცემული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ახლა ატარებს კომპლექსურ ექსპერტიზას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას რომ კითხვებს გაეცეს პასუხები და გამოძიებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა .

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...