მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის სტატია ლიდერია გავლენიანი ამერიკული გამოცემის „Foreign Policy“ მასალებს შორის. „რუსეთის...

მიხეილ სააკაშვილის სტატია ლიდერია გავლენიანი ამერიკული გამოცემის „Foreign Policy“ მასალებს შორის. „რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი არ იქნება ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. ის ევროპა იქნება“.

Published on

 
გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Foreign Policy“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „რუსეთის მიერ მიწების შემდგომი მიტაცების ადგილი არ იქნება ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო. ის ევროპა იქნება“.
 სტატიას თითქმის 11 ათასი გაზიარება აქვს და ლიდერია ამერიკული გამოცემის მასალებს შორის.
 
(გთვაზობთ ნაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის სტატიიდან) 
 
 
„ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელსაც პუტინი თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს, ტერიტორიული გაფართოება არასოდეს არ არის დასრულებული. პუტინის მიზანი დღეს იგივეა, რაც იყო მაშინ, როდესაც ის ჩემ ქვეყანაში შემოიჭრა 2008 წელს… როდესაც კი პუტინის შიდა პოპულარობა ეცემა, იგი ან მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, ან იწყებს ახალ თავდასხმას.
 
და აშკარაა, რომ ეს მუშაობს. პუტინი მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას მართავს თითქმის ორი ათეული წელია.. იგი პროგნოზირებადიცაა და ლოგიკურიც: უფრო სუსტი მეზობლის დაპყრობას უფრო იაფი და სწრაფი რეიტინგი მოაქვს, ვიდრე ვთქვათ, რუსეთის დასამარების პირას მყოფი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. შემთხვევითი არაა, რომ პუტინის მოწონების რეიტინგმა პიკს 2015 წელს მიაღწია, ყირიმის ანექსიის შემდეგ.
 
ყოველ ისეთ ქმედებაზე, როდესაც უცხოეთის არჩევნებში კრემლი ერევა, ადამიანის უფლებების ყოველ დარღვევაზე ყირიმში, და ყოველთვის, როცა რუსი ჯარისკაცები მავთულხლართების ღობეებით მიიწევენ, რათა კიდევ რამდენიმე აკრით მეტი ქართული ტერიტორია მიიტაცონ, შეერთებული შტატების და ევროპის სტანდარტული პასუხი – დიპლომატიური ტერმინი „ღრმა შეშფოთების“ შესახებ – უფრო გაცვეთილ კლიშედ ჟღერს.
 
თუკი ჩვენ რაიმე ვისწავლეთ წარსული ორი ათეული წლიდან, ჰორიზონტზე ახალი კრიზისი მოჩანს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის 7 მარტის კვლევის თანახმად, რუსი ამომრჩევლების ნდობა პუტინისადმი 32%-მდე დაეცა – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2006 წლის შემდეგ… და პუტინი ბოლო თვეებში პროვოკაციების ესკალაციას ახდენს, ვინაიდან მისი პოპულარობა დაეცა…
 
პუტინის მიერ რუსეთის „უკანა ეზოში“ კანონების და ნორმების დარღვევა უკვე აღარ აგდებს მსოფლიოს შოკში. მან უკვე ევროპის საზღვრები გადაწერა ძალის გამოყენებით…
ეჭვს არ იწვევს, მოახდენს თუ არა ის თავდასხმას.
მაგრამ საკითხავია – სად.
 
გარკვეულწილად შეიძლება ვიფიქროთ ბელარუსზე, მაგრამ პუტინი მცირედ სარგებელს მიიღებს იმ ქვეყანაზე ძალის გამოყენების ჩვენებით, რომელსაც რუსების უმეტესობა უკვე რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სხვები პროგნოზირებენ, რომ ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა იქნებიან შემდეგი სამიზნეები. პუტინი უდავოა, რომ მცირე ბალტიის სახელმწიფოებს უყურებს, როგორც საფრთხეს; ყველაფერთან ერთად, ისინი ფუნქციონირებადი დემოკრატიებია რუსეთის საზღვარზე. მაგრამ ამ დროისთის, ბალტიისპირეთი ალბათ უსაფრთხოა, ორი მიზეზის გამო:
 
პირველი – რუსეთის აგრესიის შემდეგი საზღვარი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ NATO-ს მოკავშირე იყოს. დასავლეთის მხრიდან მოსკოვის მიერ სხვადასხვა მიწების მიტაცების თაობაზე არათანმიმდევრულმა პასუხებმა მხოლოდ გაათამამა პუტინი, მაგრამ იგი საკმაოდ მამაცი ვერ არის იმისათვის, რომ გარისკოს NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედება, რომელიც შესაძლოა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი ალიანსის წინააღმდეგ ტრადიციული ომის საზღვრებს გასცდეს…
 
მეორე – პუტინის შემდეგი სამხედრო იერიშის სამიზნე მოსალოდნელია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მიღმა მყოფი სივრცე იყოს. დასავლეთმა უხალისოდ მიიღო მისი ნეოიმპერიალისტური ამბიციები რეგიონში. შემდგომი თავდასხმები უკრაინაზე, საქართველოზე, ან კიდევ ნატოს არაწევრ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე „დეჟავიუ" იქნებოდა ისევ, რაც მცირე რამეს არგებდა პუტინის პოზიციების გაძლიერებას.
 
ჩემდა საუბედუროდ, მქონდა მომენტი უკეთ გამეცნო პუტინი, ვიდრე სხვებს. ვეყრდნობი რა იმას, რომ მას კარგად ვიცნობ, მე ესკალაციის განსხვავებულ მიმართულებას ვპროგნოზირებ.
ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ რუსეთის სამიზნე ახლო მომავალში ფინეთი ან შვედეთი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ევროკავშირის წევრია, ისინი არ არიან ნატოს წევრები. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებზე თავდასხმით პუტინი არ რისკავს პროპორციულ პასუხს მე-5 მუხლის თანახმად. მაგრამ ევროპული ქვეყნების სამიზნეებად ამორჩევით, იგი შეიძლება მოელოდოს საზოგადოებრივ მოწონებას ქვეყნის შიგნით, ამომრჩევლებისგან, რომლებიც საშინლად მოწყურებულნი არიან გამარჯვებისთვის…
მე არ ველოდები, რომ რუსული ტანკები წინააღმდეგობის გარეშე შეგრიალდებიან ჰელსინკიში ან სტოკჰოლმში… მაგრამ მოსკოვისთვის საგრძნობლად მარტივი იქნება, დაიკავოს მიწა მოცილებით მდებარე არქტიკის ანკლავში ან პატარა კუნძულზე.
 
რუსეთის აგრესია სკანდინავიურ ტერიტორიაზე – ქვეყნებზე, რომელსაც დასავლეთში ყველა დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს – შესაძლოა თითიდან გამოწოვილი ჩანდეს, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ, პუტინის მიერ ყირიმის ანექსიაც, რაც მე ვიწინასწარმეტყველე, თვით რუსი ქორებისთვისაც კი უჩვეულო განკითხვის დღის სცენარს წარმოადგენდა. რამდენიმე წლით ადრე რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასაც, ჩემი დაჟინებული გაფრთხილების მიუხედავად, ასევე დაუჯერებლად აღიქვამდა მსოფლიო.
 
ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები, მაშინაც კი, როცა ისინი NATO-ს წევრები არიან, როგორც ეს ესტონეთის შემთხვევაშია, ფართოდ არიან აღქმულნი, როგორც არც ისე დასავლური ქვეყნები. ეს აღქმა შესაძლოა არასწორია, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად აღქმას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რეალობას. ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში, თუმცა კი, აღქმა და რეალობა სწორხაზოვანია. ისინი არ არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები; ისინი უდავოდ, დასავლეთის ნაწილი არიან.
საქართველოდან დაწყებული უკრაინით, სირიით… დამთავრებული, პუტინის ტრაექტორია ნათელია.
 
ეს შესაძლოა შოკისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ პუტინმა მსოფლიოს ბევრჯერ მოჰგვარა შოკი“.
 

სიახლეები

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება – ნიკა გვარამია

პროდასავლური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან კვლავაც გრძელდება. ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ 29 დეკემბერს დაგეგმილი...