მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გვაქვს კონკრეტული ფორმულა როგორ ვიხსნათ ქვეყანა კატასტროფისგან, რომელიც ივანიშვილის მიერ...

,,გვაქვს კონკრეტული ფორმულა როგორ ვიხსნათ ქვეყანა კატასტროფისგან, რომელიც ივანიშვილის მიერ არის თავსმოხვეული “- დღეს ,,ახალი საქართველოს” ყრილობაა

Published on

ახალი საქართველოს წევრები, რიგით მეორე ყრილობისთვის ემზადებიან.
 
“გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიაში” შემავალი, ერთ-ერთი სუბიექტის შეხვედრა მხარდამჭერებთან და პარტიის წევრებთან, ზუსტად 14:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" დაიწყება.
 
დაგეგმილია რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის, პარტიის ახალი სახეების წარდგენა. პარტიის მთავარი პოლიტიკური გზავნილი კი, ოპოზიციური სპექტრის საერთო იდეების გარშემო გაერთიანება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთობლივი ძალებით დამარცხება იქნება.
 
„შევაფასებთ იმ განვლილ გზას 2016 წლიდან, რაც ჩვენ გავიარეთ. მეორე, გვექნება საუბარი იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაშია. მესამე, გვექნება საუბარი ამის გადაწყვეტის გზებზე ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენ ვართ  ფართო ოპოზიციური გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ „ახალი საქართველო“ და ვართ ერთ-ერთი ინიციატორები ამ გაერთიანების და ძალიან კონკრეტულად წარმოვადგენთ იმ ხედვას თუ სად არის გამოსავალი. გვაქვს კონკრეტული  ფორმულა გამოსავლის, რომ ეს უბედურება, ეს გაჭირვება, ეს ივანიშვილის რაღაც კატასტროფა, რაც ქვეყანას არის მოხვეული, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ,“-განაცხადა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.  

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...