მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

Published on

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში დაიღუპა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა. მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. გაწყდა ტროსი, რომელზეც ხარაჩო იყო დამაგრებული. ადგილზე 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 53 წლის მამაკაცი კლინიკა ამტელში დაიღუპა. სამშენებლო სამუშაოებს ემ-ჯი ალიანსი ასრულებს. რამდენად იყო დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები, კომპანიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...