მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირაკლი ოქრუაშვილი: ,,რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ხურვალეთში? ივანიშვილმა საიდუმლო არხების მეშვეობით...

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ხურვალეთში? ივანიშვილმა საიდუმლო არხების მეშვეობით რუსებს სანაცვლოდ რაღაც დაუთმო (მინიმუმ დაპირდა)”

Published on

რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ხურვალეთში? ირაკლი ოქრუაშვილი თვლის, რომ ეს იყო ,,დიდი თამაშის'' მცირე და ბინძური ნაწილი 

,,ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ რუსები მართლაც შემოვიდნენ და ე.წ. "გამყოფის" (და არა საზღვრის) გადმოწევა სცადეს. ამას მიზეზად კი სახელისუფლებო მედიამ და მისმა მხარდამჭერებმა რამოდენიმე სამოქალაქო აქტივისტის პროვოკაციული ქმედება დაგვისახელა, რომლებიც გახშირებული გატაცებების ფონზე ადგილობრივებისათვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარებას გეგმავდნენ.- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ვის გჯერათ, რომ რუსებმა იმის გამო გადმოიწიეს თითქოს თბილისიდან წასასვლელად მომზადებული და არა უკვე ჩასული რამდენიმე ახალგაზრდა, ადგილობრივებისათვის დახმარებას აპირებდა, იმის ფონზე, როდესაც სოფელში მათ ჩვენივე პოლიცია არ უშვებდა?

სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. "დიდი თამაშის" მცირე და ბინძური ნაწილი.

ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში (და არამარტო) შევარდნაძის პოლიტიკის მემკვიდრე და გამგრძელებელი გახდა. ასეთი პოლიტიკის შინაარსი შემდეგია: შენს მოკავშირეს (დასავლეთს) ეუბნები, რომ მის მხარეს ხარ და სინამდვილეში ატყუებ. ისევე როგორც, შენს მტერს (რუსეთს) ეუბნები რომ დასავლეთის მხარეს არ იქნები და მასაც ატყუებ. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ პოლიტიკას ერთი ადგილის თამაშის პოლიტიკა ჰქვია და მეტწილად სწორედ ეგეთი თამაშის გამო "გადაეხა" შევარდნაძის ხელისუფლება 2003 წელს. ივანიშვილს კი სწავლა არ შეუძლია არც სხვის შეცდომებზე და არც საკუთარზე.

ერთი კვირის წინ კარასინის გზავნილი ივანიშვილისთვის ყვითელი ბარათის ჩვენების ტოლფასი იყო. გზავნილი მარტივი იყო: ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს წინააღმდეგ. ივანიშვილმა არათუ მოკავშირეებს მიმართა, მომეხმარეთო, არამედ ორივე მხარესთან "დუმილის უფლება" გამოიყენა. შედეგმა არ დააყოვნა და რუსებმა ხურვალეთის გუშინდელი მოქმედებით ოდნავ გაწითლებული ბარათი აჩვენეს ივანიშვილს. გზავნილის შინაარსი ისევ მარტივი იყო. თუ ჩვენთან არ ხარ ჯერ ხურვალეთს დავიკავებთ და ისე აგირევთ შიგნით, ხოლო ეგეც თუ საკმარის არ აღმოჩნდა გორი-თბილისის ტრასამდე ამოვიწევთო.

ასევე ფაქტია, რუსებმა გუშინ უკან დაიხიეს და ხურვალეთიდან გავიდნენ. რის სანაცვლოდ? გჯერათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ან დასავლეთის შეეშინდათ ან შერცხვათ? მე არა.

აბა რა მოხდა?

მოხდა ის, რომ ივანიშვილმა საიდუმლო არხების მეშვეობით რუსებს სანაცვლოდ რაღაც დაუთმო (მინიმუმ დაპირდა). ამიტომაა ეს თამაში "ბინძური", რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ რა დავთმეთ.

ჩემი დასკვნა ამ ყველაფრიდან კი ასეთია.

თუ ივანიშვილმა ისეთი რამ დათმო, რაც საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან წითელი ხაზის გადაკვეთის ტოლფასია, მისი საქმე ქვეყნის შიგნით მალე ცუდად იქნება. თუმცა, მისი საქმე ნებისმიერ შემთხვევაში ცუდადაა, რადგან რუსები მათი მოქმედების სტილიდან გამომდინარე მალე ახალი ბარტყის გადაგდებას მოსთხოვენ.

რუსებმა კი ერთი რამ უნდა იცოდნენ. თუმცა, ალბათ იციან და მაგითიც აშანტაჟებენ ივანიშვილს. თუ ისინი ხურვალეთს ან რომელიმე დასახლებულ პუნქტს დაიკავებენ, სანამ მათ მოვკითხავთ, ივანიშვილს ჩამოვაგდებთ მისი უმოქმედობის და უსუსურობის გამო. 
პ.ს. თუმცა რუსებმა ალბათ ისიც მშვენივრად იციან, რომ ივანიშვილს მაგ ყველაფრის გარეშე მალე არჩევნებით მაინც გავაგდებთ და მაგიტომაც ჩქარობენ.

პ.პ.ს. დამიჯერეთ ეგრეა. ხანდახან "ჩემნაირი" ადამიანის ტყუილიც დაიჯერება.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...