მთავარისიახლეებისაზოგადოება7-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

7-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

Published on

9 მარტს, სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. "112"-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.", – აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.
 
უწყების ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, აღნიშნული მუხლი სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...