მთავარისიახლეებიმსოფლიოტერორისტებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ

ტერორისტებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ

Published on

თავდასხმა ახალ ზელანდიაში -ტერორისტებს, რომლებმაც 40 ადამიანი მოკლეს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ. ფოტომასალას ბრიტანული გამოცემა Daily Mail  აქვეყნებს.
 
მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია.
 
“კურიერი“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს კომუნიკაცია ახალი ზელანდიის სამართალდამცველ ორგანოებთან.
 
თუმცა შს სამინისტროდან „კურიერი“ საგარეო უწყებაში გადაამისამართეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არაფერი იციან. მათი თქმით,  მხოლოდ ის გაარკვიეს რომ ტერაქტის შედეგად ახალ ზელანდიაში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
 
რას უკავშირდება ქართულენოვანი წარწერები ტერორისტების შეიარაღებაზე ამის შესახებ ამ დრომდე განმარტებები არ კეთდება.
 
 
თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
 
ამ დროისთვის ცნობილია,რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.
 
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დახურულია ყველა სკოლა.
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...