მთავარისიახლეებიკონფლიქტებიროდემდე უნდა გვეძინოს ყურზე? სუსი უარყოფს ხურვალეთში მცხოვრებთა განცხადებას, რომ რამდენიმე...

როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე? სუსი უარყოფს ხურვალეთში მცხოვრებთა განცხადებას, რომ რამდენიმე საათის წინ ადგილზე გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტების და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზო დაიკავეს.

Published on

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,"- ეს კომენტარი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთეს. უწყება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.
 
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
 
"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს."
 
შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში მცხოვრები ოჯახის განცხადებით, რამდენიმე საათის წინ ადგილზე გამოჩნდნენ რუსი ოკუპანტების და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზო დაიკავეს.
 
სოფელ ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები. ისინი ხურვალეთში რუსი ოკუპანტების შესვლას ადასტურებენ.
 
 
დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქის ბაღი დაიკავეს. ქაცარავა მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებს.
 
„მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა მუშაობდა, შედიოდა თავსი ბაღებში – დღეს იქ უკვე რუსები არიან. სურათებიც კი არ გადააღებინეს ქალბატონს, რომ გადმოეგზავნა და ეჩვენებინა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მთელი მთავრობის შემადგენლობის, მთელი სამოქალაქო სექტორის აქ ჩამოსვლას იმიტომ, რომ რუსები გვართმევენ კიდევ მიწებს,“ – განაცხადა ქაცარავამ.
 
საგუშაგოსთან ასევე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
 
„არ გვატარებენ იმ მიზეზით, რომ რაღაც ხდება იქ რეალურად და არიან გადმოსულები რუსები. მე და ჩემი მეგობრები ჩამოვედით, რომ ჩვენი ხელებით დავიცვათ, არანაირი იარაღი ჩვენ არ გვაქვს და იქ დავდგეთ სამოქალაქო საზოგადოება,“ – აღნიშნა ანა ჭარხალაშვილი. 
 
საოკუპაციო ხაზთან პანიკაა, სოფელ ხურვალეთში, რუსი ოკუპანტების დამატებითი დანაყოფები გადაისროლეს.
 
რუსმა ჯარისკაცებმა მავთულხლართები გადმოლახეს და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღში დაბანაკდნენ. ჩახერგეს მათ მიერვე ცოტა ხნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასვლელი გზა.
 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...