მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა გაათავისუფლეს

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა გაათავისუფლეს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიადან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა გაათავისუფლეს.
 
ლევან ძაძუა საკუთარ სახლში 14 მარტს, გამთენიისას  დააკავეს.. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ძანძავას სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეუვარდა. 
 
გატაცებულის ნათესავი  ირაკლი ბახტაძე  ყვება, რომ ნიღბიანმა პირებმა სახლში ხელყუმბარა მიიტანეს, რაც შემდეგ დაკავების საფუძვლად გამოიყენეს. წინააღმდეგობის შემდეგ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან ძაძუას მშობლებაცს  
 
„სპეცრაზმელები, რომლებიც ნიღბებში იყვნენ გამოწყობილები, რამდენიმე ადამიანი შეუვარდა ლევანის ოჯახს. როგორც მიყვებიან, მათ დადეს ხელყუმბარა, რომლის მეშვეობითაც ლევანი საწოლიდან გადმოაგდეს, შემდეგ გაიყვანეს გარეთ და სასტიკად სცემეს. როდესაც მამამისმა წინააღმდეგობა გაუწია, დაადეს ხელბორკილები, რომელიც ლევანის გვერდით სასტიკად აწამეს. დედამისიც არის ნაცემი. ლევანის დაუდეს ხელყუმბარა იმისათვის, რომ აეყვანათ, თუმცა ამ ეტაპზე ლევანი უკვე გათავისუფლებულია,“-განაცხადა ირაკლი ბახტაძემ.
 ინფორმირებული წყაროს ცნობით, ძაძუა ოკუპანტებს სხვა ადამიანში შეეშალათ.
 
„წუხელ გვიან ღამით მოიყვანეს სახლში. დაუკითხავთ. ასე უთქვამთ, რომ სხვა ძაძუაში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს. როგორც ვიცი, სახლში ცემის მერე, იქ, სოხუმის განყოფილებაში აღარ უცემიათ",- აცხადებს წყარო.
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...