მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთებას...

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? – ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთებას ექსპერტიზა მხოლოდ ერთი თვის ვადაში შეძლებს.

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის საკითხებს მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელზედაც ქართველმა ექსპერტებმა ამ დროისათვისარსებული მონაცემების სესახებ ისაუბრეს.
 
,,ირაკლი კვარაცხელიას კისრის არეში აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი. ეს დამახასითებელია თოკის, რაიმე მავთულის ან სხვა მსგავსი საგნისთვის, რომელიც კვალს ტოვებს სტრანგულაციური ღარის სახით კისრის მიდამოებზე,-  განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ 
 
მისი  თქმით, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უპასუხონ კითხვას,  თვითმკველობის  თუ მკვლელობის შედეგადაა მიყენებული დაზიანებები, რაც კვარაცხელიას სხეულზე აღენიშნება და  ამაზე წინასწარ, ვარაუდის დონეზე დასკვნები ვერ გაკეთდება,  ვინაიდან ექსპერტიზა მხოლოდ დაზიანებებს აღწერს.
 
 მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა საბოლოო ლაბორატორიულ დასკვნებს მიიღებს, საერთო ანალიზით შესაბამის შედეგს/დასკვნას დადებენ.  საბოლოო დასკვნის გაკეთებას კი ექსპერტიზა მხოლოდ ერთი თვის ვადაში შეძლებს.
 
ექსპერტის განმარტებით, გარდაცვლილის სხეულზე ელექტროშოკის კვალი არ შეუმჩნევია.
 
„რაც შეეხება დაზიანებებს, გვამი ჩვენთან როცა შემოვიდა, გაკვეთილი იყო. პირველადი ექსპერტიზა ალბათ, სოხუმში იყო ჩატარებული, საიდანაც გადმოასვენეს. ჩვენთან ექსპერტიზა ხელმეორედ ჩაუტარდა. დაზიანებებს რაც შეეხება, სხვა, მცირე ზომის დაზიანება კისრის არეში მარცხნივ სისხლნაჟღენთის სახით, ასევე მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, შუბლთან – რა სახის დაზიანებებია მათი გარკვევა და წარმოშობის მიზეზი ცოტა საეჭვო იყო, იმიტომ, რომ გვამი უკვე ლპობაში იყო. ამიტომ, ამ მიდამოებიდან გვამური მასალა იქნა აღებული და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი მოგვცემენ პასუხს ეს სიცოცხლისდროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ არის განვითარებული", – განაცხადა ირაკლი თოიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....