მთავარისიახლეებიპოლიტიკალაქა რუკაზე ოლიგარქის ჭიშკართან და ლაქა მის მაამებელთა შუბლზე - ...

ლაქა რუკაზე ოლიგარქის ჭიშკართან და ლაქა მის მაამებელთა შუბლზე – ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ ვეღარ შეძლებს უფრო ღრმად შეიჭრას ბოტანიკურ ბაღში

Published on

ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე 14 ათას კვადრატულ მეტრს სტატუსი აღარ შეეცვლება.
 
საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ამბობს, რომ ის, რაზეც გუშინ ოპოზიცია საუბრობდა ტექნიკური ხარვეზი იყო და აუცილებლად გასწორდება.
 
„ბოტანიკური ბაღი არის ძეგლის სტატუსის მატარებელი და ამიტომ ბოტანიკურ ბაღს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ის, რაც არის არის ტექნიკური ხარვეზი და უნდა გასწორდეს. გასწორდება, შეიცვლება, ეს ტექნიკური ხარვეზი გასწორდება. რა თქმა უნდა ეს იყო ტექნიკური ხარვეზი,“-აცხადებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.
 
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რუკაზე შესაძლოა იყო რაღაც „ლაქა“, მაგრამ ეს იყო ხარვეზი და ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი შენარჩუნებულია.  
“რუკაზე შესაძლოა, იყო ლაქა ხარვეზის, მაგრამ მიღებასთან ერთად გენერალური გეგმა რომ იქნება მიღებული კომისიებზე, თქვენ დაესწრებით გექნებათ საშუალება, აღნიშნული ტერიტორია არის ძეგლი და ამავე დროს იქნება ამ ტერიტორიაზე გავრცელებული სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი,“-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
 
,,არ შეიძლება ტექნიკური ხარვეზი მოსვლოდათ მაინცდამაინც ოლიგარქის ჭიშკართან – ამბობს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი , მისი თქმით, გენერალურ გეგმაში შესწორებების შეტანა ქალაქის მთავრობამ "კურიერში" გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა.
 
„ეს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ იყო და თუ ამას გაასწორებენ ეს იქნება გუშინდელი გამარჯვება, როგორც ოპოზიციის ისე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის, იმიტომ,  რომ აქ გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტეს ,რომ ეს „ტექნიკური ხარვეზი“ გაასწორონ. გამოდის ბოტანიკური ბაღი გადავარჩინეთ  14 ათას 500 კვადრატული მერი, რომ კიდევ არ მიეტაცებინა ოლიგარქს,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
 
საკრებულოს ოპოზიციაში გუშინ აცხადებდნენ, რომ დედაქალაქის გენერალური გეგმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.
 
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ  სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.

 
 
 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...