მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

Published on

კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 8 ადამიანი  აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. ისინი უკვე მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ოთახში იმყოფებიან.
 
მათ შორის არის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ონიანი.
 
საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მათი მტკიცებით, საბუთები წესრიგში აქვთ და ლარნაკაში ტურისტულად ჩადიოდნენ.
 
8-ვე მგზავრს ლარნაკას სავარაუდოდ, შაბათს დაატოვებინებენ და საქართველოში დააბრუნებენ.
 
 
„ყურადღებას არ გვაქცევს არავინ. არაფერს გვეუბნებიან. ყველა საბუთი გვქონდა მწყობრში, კაცი შვილი პატრონი არ გამოჩენილა. ჩვენით თუ რაღაცას ველაპარაკებით და ვაგებინებთ, მაგრამ გვეუბნებიან ჩვენ დაცვა ვართ და არაფერი საქმე არ გვაქვს თქვენთანო. საელჩოს დავურეკეთ, მაგრამ ვერ გავხდებითო ვერაფერსო. უფლება არ გვაქვს, ამათ კანონებს ვერ ვეწინააღმდეგებითო,“-აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში გიორგი ონიანი.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზეა.
 
უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ტურისტული ვიზიტი ვერ დაადასტურეს, რასაც მათი საზღვარზე გაჩერება მოჰყვა.  
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...