მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 14 ათასზე მეტ კვ.მ. ფართობის შემოსაღობად ემზადება

ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 14 ათასზე მეტ კვ.მ. ფართობის შემოსაღობად ემზადება

Published on

თბილისის საკრებულომ დღეს თბილისის გენგეგმა უნდა დაამტკიცოს. ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება.
 
ოპოზიცია ირწმუნება, რომ დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული. მათ გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ოპოზიციის მტკიცებით გენ.გეგმის პროექტის მიხედვით, ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანიის სასარგებლოდ სტატუსს უცვლიან მზიურის მიმდებარედ რეკრეაციულ ზონას და აქ კორპუსების ჩადგმა იქნება შესაძლებელი.
 
„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც აპირებს სავარაუდოდ გაფართოვდეს და ახლა 14 ათას კვადრატულ მეტრზე დამატებით ის ზონა დაიდო, რაც მას უნდოდა. სადაც უნდა ყოფილიყო გამწვანება, არის გაცემული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ნებართვა და ეს ნებართვები ძირითადად მიღებული აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან."-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 
ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულ ბრალდებებს უწოდებენ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს, პოპულიზმში ადანაშაულებენ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ოპოზიციის განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და არ შეესაბამება სიმართლეს.
 
კახა კალაძეc ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება.
 
კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ და ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავე 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობები დაშვებული იქნება. თბილისის მერის მტკიცებით, ამ ტერიტორიასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.
 
„არ არის ეს სწორი, თქვენ შეცდომაში შეგიყვანათ ოპოზიციამ, ტელეკომპანია „რუსთავი2“. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აკეთებდა რაიმე მშენებლობას და ა.შ. ეს  რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“-აცხადებს კალაძე.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...