მთავარისიახლეებიპოლიტიკასანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და...

სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა- რა წერია აშშ სახდეპის ანგარიშში

Published on

სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიურ .ანგარიშში მოხვდა.
 
,,სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშში წერია, რომ მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს რაც შემაშფოთებელია.'' – ნათქვამია დოკუმენტში
 
"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს ამგვარ პრაქტიკას, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას მთვარობის ოფიციალური პირები მიმართავდნენ. 2017 წლის მაისში, პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნავს, რომ ეფექტური ბრძოლა წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფორმებთან ქვეყნის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. "
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, მან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ შემთხვევებზე 6 საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. მათ ასევე 10 საჩივარი შეიტანეს მსგავს შემთხვევებზე, რომლებიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ იყო ჩადენილი,"-ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
 
 დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...