მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: “რუსების ფილმში, ნიკოლას ქეიჯს გიჟად უნდა წარმოვეჩინე, მაგრამ როლზე უარი...

მიხეილ სააკაშვილი: “რუსების ფილმში, ნიკოლას ქეიჯს გიჟად უნდა წარმოვეჩინე, მაგრამ როლზე უარი თქვა. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე, საჭიროა შედეგებისთვის ბრძოლა – ამაშია ცხოვრების არსი

Published on

რუსების ფილმში, ნიკოლას ქეიჯს გიჟად უნდა წარმოვეჩინე, მაგრამ როლზე უარი თქვა. ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული. მაგალითად, პუტინმა გადაიღო ჩემსა და ტიმოშენკოს შესახებ ფილმი. ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. რუსებს უნდა გადაეღოთ კიდევ ერთი ფილმი, სადაც ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, თუმცა ბოლო მომენტში ქეიჯმა უარი თქვა, რადგან მათ სურდათ, სრულიად გიჟი წარმოვეჩინე.
 
ფილმი ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მაჩვენებენ და საერთოდ, რა დაიწერება ჩემზე. ეს მართლა ასეა. გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის მთავარია, რომ დღესვე ვნახო შედეგები. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე. მაინც არ წავიკითხავ ამას და არც ვნახავ. მინდა, დღესვე თქვენთან ერთად ვნახო შედეგები, დავტკბე ამ შედეგებით და დავიწყო შემდეგ შედეგების მიღწევა. ამაშია ცხოვრების არსი, საჭიროა მოძრაობა  არსებობისთვის, შედეგებისთვის ბრძოლა და იმისთვის, რომ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო ”
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი გორდონთან ინტერვიუში თქვა. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...