მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდის მიმართ...

ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდის მიმართ სავარაუდოდ ელქტროშოკი გამოიყენეს

Published on

გალში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ცოტა ხნის წინ სენაკში გადაასვენეს. 
 
რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლის ნათესავები გალში ცხოვრებენ და მათი დიდი ნაწილი ამის გამო ვერც პანაშვიდზე ჩამოსვლას შეძლებს.
 
კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ექსპერტების გარდა, პროცესს აკონტროლებენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.
 
ერთ-ერთი ვერსიით, საოკუპაციო ხაზთან დაკავების შემდეგ, ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც ელექტროშოკი გამოიყენეს, ამ დროს კვარაცხელიას გულის შეტევა მოუვიდა და ადგილზე გარდაიცვალა.
 
არსებობს ასევე ვარაუდი, რომ კვარაცხელიას ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოუღეს, შემდეგ კი უკან ჩააბრუნეს.
 
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გარდაცვლილს ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება. თუმცა ცენტრ „ემპათიაში“ ამბობენ, რომ საბოლოოდ ის, თუ რა გახდა დაღუპვის მიზეზი, სუიციდი თუ მკვლელობა, ექსპერტიზამ და გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
 
„ყელზე არის ღარი, ნაჭდევები, საიდანაც აღებულია ქსოვილოვანი მასალა და გაგზავნილია შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში. შინაგანი ორგანოებიდანაც აღებულია მასალა და დაველოდებით პასუხებს. ეს ფაქტი მოხდა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ადამიანი იმყოფებოდა პატიმრობაში, შესაბამისად, ამ ადამიანის გარდაცვალებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, ვინც ადმინისტრირებდა მოწყობილ საპატიმრო დაწესებულებას. იყოს ეს სუიციდი თუ სხვა რამით გამოწვეული ადამიანის მკვლელობა, ამას გასცემს ექსპერტიზა გამოძიებასთან ერთად პასუხს,“- განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...