მთავარისიახლეებიპოლიტიკადევნასა და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობიდან ბერა ივანიშვილის ჩარევის...

დევნასა და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობიდან ბერა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს

Published on

დევნასა და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობიდან ბერა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს – სკანდალურ სტატიას ამ თემაზე „Presa.ge” აქვეყნებს.
 
გამომძიებელი ჟურნალისტების მტკიცებით, მარნეულის ყოფილი მერი, რომელმაც თანაქალაქელს შარდით სახის დაბანვა კამერების წინა აიძულა და ვიდეომასალა გაავრცელა, ციხიდან ივანიშვილის ზარის შემდეგ გაათავისუფლეს.
 
თემურ აბაზოვი ახლა მარნეულის საკრებულოს კომპენსაციის სახით, ბიუეჯტიდან 30 ათას ლარზე მეტის ჩარიცხვას სთხოვს.
 
„ციხიდან გამოსვლის შემდეგ აბაზოვი ცინიკურად სახელმწიფოსგან ითხოვს განაცდურის ანაზღაურებას და თანამდებობაზე დაბრუნებასაც. ამ ადამიანმა მოქალაქეს შარდი დაალევინა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეაგინა, ციხიდან უშვებენ, განაცდურს უნაზღაურებენ და თანამდებობაზე დაბრუნებასაც  ჰპირდებიან“-ამბობს “Presa.ge”-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე.
 
 
კაპანაძე ამბობს, რომ აბაზოვს ივანიშვილების ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს, რადგან ის წლების განმავლობაში მათი დაცვის თანამშრომელი იყო.
 
„ბერა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრია თემურ აბაზოვი და ბერა ივანიშვილის აქტიური ჩარევით ციხიდან გამოუშვეს აბაზოვი,“-ამბობს კაპანაძე.
 
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....