მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე

Published on

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკე თავი საქართველოში არსებულ ვითარებას ეხება. ანგარიშის თანახმად, ევროპაში ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც კონკურენტუნარიანი და პროფესიულად ადმინისტრირებული აღწერეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თანაბარი პირობების არარსებობა, ამომრჩევლის დაშინება.
 
ანგარიშის მიხედვით, ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც გამოთქვეს შეშფოთება, მათი შეფასებით, „კანდიდატებს კამპანიის წარმართვა თავისუფალ გარემოში შეეძლოთ, თუმცა ერთი მხარე უპირატესობით სარგებლობდა და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხარის საარჩევნო პროცესს ზიანი მიაყენა“.
 
„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავდაცვის სამინისტროს ეფექტური კონტროლი აწარმოა, იყო იმის ნიშნებები, რომ მათ ვერ აწარმოეს უშიშროების სამსახურის ეფექტური კონტროლი.
 
„ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები მოიცავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის უშიშროების სამსახურის მიერ გაუმართლებელი მკვლელობა; რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მოქალაქეების თვითნებური დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ; მაღალი დონის კორუფციის ბრალდებები და დანაშაულები, რომელიც მოიცავენ ძალადობას ან მუქარას LGBTI თემის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშის შესავალ ნაწილში.
 
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები მაინც დარჩა“. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეზღუდული იყო უფლებები, gგნსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების. აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უკან დაბრუნების ნება არ დართო 2008 წლის კონფლიქტის გამო განდევნილ ეთნიკურად ქართველებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ სამხრეთ ოსეთში, რათა ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...