მთავარისიახლეებიკონფლიქტებიამ დრომდე გაურკვეველი რჩება რა მდგომარეობაშია და რას ედავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე...

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება რა მდგომარეობაშია და რას ედავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ომონი სოფელ ოტობაიას მკვიდრს ლევან ძაძუას, რომელიც წუხელ დააკავეს საკუთარ სახლში

Published on

ამ დრომდე  გაურკვეველი რჩება რა მდგომარეობაშია და რას ედავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ომონი სოფელ ოტობაიას მკვიდრს ლევან ძაძუას, რომელიც წუხელ დააკავეს საკუთარ სახლში. 
 
თანასოფლელების თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით 2 საათზე  შეიჭრნენ ძაძუების ოჯახში, დაკავებისას  მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე წაიყვანეს სახლიდან. დაკავებული,    სავარაუდოდ, სოხუმში, დაკითხვაზეა გადაყვანილი
 
ლევან ძაძუას  მშობლები და მეუღლე , რომლებიც ასევე სოფელ ოტობაიაში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ  ამ დრომდე არ იციან დაკავების მიზეზი. მათ ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და შესაბამისად მათი კითხვებიც ჰაერში გამოკიდული რჩება .
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.  აცხადებენ,  მხოლოდ იმას, რომ  გავრცელებულ ინფორმაციას ცხელი ხაზის საშუალებით ამოწმებენ.
 
„გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...