მთავარისიახლეებიეკონომიკაამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია დაგროვებული - რაც უნდა...

ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია დაგროვებული – რაც უნდა მოხდეს, სავალდებულო დამსაქმებლები უკვე გადახდილ შენატანებს ვეღარასოდეს დაიბრუნებენ.

Published on

40 წლამდე დასაქმებულებისთვის საპენსიო ფონდში ჩართვა, შესაძლოა, სავალდებულო აღარ იყოს
 
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატვა საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის განხორციელების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათ მიერ მომზადებული შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამამართლომ უკვე განიხილა.
 
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე  ორგანიზაციის წარმომადგენლი  შენატანების გადახდის პროცესის შეჩერებას ითხოვს. ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, სავალდებულო დამსაქმებლები უკვე გადახდილ შენატანებს ვეღარასოდეს დაიბრუნებენ.
 
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ გამწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსით სააგენტოს დირექტორი იყო მიწვეული. მათი ინფორმაციით, ლევან სურგულაძემ  სასამართლოს მყარი არგუმენტები წარუდგინა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საპენსიო ფონდში 100 მილიონი ლარია  დაგროვებული. სისტემაში 44 000 კომპანია და 562 000 დასაქმებულია ჩართული

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...