მთავარისიახლეებიპოლიტიკაუფასო მედიკამენტების პროგრამა - ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნაზე საუბრობს

უფასო მედიკამენტების პროგრამა – ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნაზე საუბრობს

Published on

ჯანდაცვის რეფომის ის ნაწილი, რომელიც უფასო მედიკამენტების   პროგრამას ეხება, ჩავარდა – ასე აფასებს „ევროპული საქართელოს“  წევრი  ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების ნაბიჯებს და ამბობს, რომ 2018 წელს პროგრამაში მხოლოდ 22 ათასი ადამიანი ჩაერთო. ჯანდაცვის უწყების დაპირების მხიედვით კი, უფასო პროგრამით, 200 ათას ადამიანს უნდა ესარგებლა.
 
ზურაბ ჭინაბერაშვილის განცხადებით, მძიმე ვითარებას თან მედიკამენტების გაძვირებაც დაერთო, რამაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაართულა.
 
„მედიკამენტის ფასი არის ის, რაც ყველაზე მეტად აღელვებს და აწუხებს ჩვენ გაღარიბებულ მოქალაქეებს. 2017 წელს, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ამ პროგრამით 200 ათასამდე ადამიანი ისარგებლებდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემები სავალალოა. 2018 წელს მხოლოდ 22 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს იმ მწირი გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისებასაც კი, რომელიც ამ პროგრამისთვის გამოიყო 2018 წელს. ეს იყო ათი მილიონიო და სულ მედიკამენტებზე ორი მილიონი ლარიც კი არ დაიხარჯა. 8 მილიონამდე ლარი დარჩა აუთვისებელი, რაც არასწორი მენეჯმენტის შედეგია,“- განცხადა ჭიაბერაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...