მთავარისიახლეებიკონფლიქტებისერგი კაპანაძე: "თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, მისი მკვლელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის...

სერგი კაპანაძე: “თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, მისი მკვლელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი”

Published on

"თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება მისი მკვლელები კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი,"- ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურება. 
 
"მნიშვნელოვანია დადგინდეს არამარტო რა ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, არამედ თუ რა პირობებში იმყოფებოდა ის საპყრობილეში , ხომ არ იყო ნაწამები, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასება. თუ დადგინდება,რომ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები , მაშინ უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება,როგორც ქვეყანას. აუცილიბელია მოხდეს დადგენა იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია და ის ადამიანები უნდა იყვნენ შეყვანილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მთავარი თემა უნდა იყოს მათი დასჯა, ვინც მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები .მას შემდეგ რაც ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი იქნება გადმოსვენებული, ნათელი მოეფინება რა მოხდა რეალურად," – თქვა სერგი კაპანაძემ. 
 
სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული. სუს-ი ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...