მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე...

მიხეილ სააკაშვილი: ,,პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“

Published on

 ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე ჩართვისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1 აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.
 
„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
თავის მხრივ, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ სლობოდიანი აცხადებს, რომ უკრაინელი მესაზღვრეები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
 
„აღნიშნული პირი არ არის უკრაინის მოქალაქე და 2021 წლამდე მისი უკრაინაში შემოსვლის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა სლობოდიანმა.
 
 

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...