მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირაკლი კვარაცხელიას ახლობებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ირაკლი კვარაცხელიას ახლობებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

Published on

გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს მისი თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ. თვითმხილველი ყვება, რომ  , ირაკლი კვარაცხელიას დაკავებისას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუვიდა. თვითმხილველი არ გამორიცხავს, რომ კვარაცხელია სწორედ ცემის დროს შემოაკვდათ. "ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა. ამის შემდეგ მანქანა მოვიდა და წაიყვანეს. ნაბაკევის ბაზაზე ჰყავდათ. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაბაკევის რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა, რადგან ცუდად გახდა და საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთნები წაიყვანეს. ხშირად სცემენ ხალხს… შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო", – განაცხადა თვითმხილველმა. სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ დააკავა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...