გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს მისი თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერათ. თვითმხილველი ყვება, რომ , ირაკლი კვარაცხელიას დაკავებისას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუვიდა. თვითმხილველი არ გამორიცხავს, რომ კვარაცხელია სწორედ ცემის დროს შემოაკვდათ. "ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა. ამის შემდეგ მანქანა მოვიდა და წაიყვანეს. ნაბაკევის ბაზაზე ჰყავდათ. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაბაკევის რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა, რადგან ცუდად გახდა და საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთნები წაიყვანეს. ხშირად სცემენ ხალხს… შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო", – განაცხადა თვითმხილველმა. სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ დააკავა.
ირაკლი კვარაცხელიას ახლობებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...