გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. „ამ ეტაპზე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს ყველა ფაქტის გადამოწმება. ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. ყველა ფაქტს დაადგენს ექსპერტიზა და გამოძიება. პირველადი ექსპერტიზა ჩატარდა და ახლა ცხედარი გადასვენებულია ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში. ამ ეტაპზე, ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, რუსლან აბაშიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ცხედარს ჩაუტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც გახდება ცალკეული დეტალები ცნობილი, საზოგადოების ინფორმირება მოხდება. მიმდინარეობს გამოძიება და როდესაც ცნობილი გახდება დეტალები, საზოგადოებას ამის შესახებ შევატყობინებთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ენგურის ხიდზე გადმოასვენეს
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...