მთავარისიახლეებიკონფლიქტებიადგილობრივების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა ცემით მოკლეს

ადგილობრივების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა ცემით მოკლეს

Published on

არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსული ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს – 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
 
თვითმხილველთა ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც ოკუპანტების მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს.
 
ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
 
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ, თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის სჯერა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება გახდა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა. მისივე თქმით, ოკუპანტები შელაპარაკების შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან.
 
„მანქანა მოვიდა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი,იყო ბაზაზე შელაპარაკება. იქ ცუდად გახდა ექთნები მიუყვანეს, დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები  ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი,“-ამბობს თვითმხილველი.
 
ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ ახალგაზრდას მამაკაცს რუსებმა ბაზაზე სცემს, დაზიანებები მას თავისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.
 
„გავიგე მოუკლავთ საწყალი ბიჭი. ექიმები რომ მოუყვანიათ, მკვდარი ყოფილა. ნაცემი იყო ზურგის მხარეს, ტვინის მხარეს. რუსების ბაზაზე მოხდა ეს. ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა და დაუკავებიათ. უცემიათ და ალბათ შემოაკვდათ. ექიმები რომ მისულან, უთქვამთ, რომ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო“-ამბობს ადგილობრივი.

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...