მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებაში თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის საკითხს ეხმაურებიან

ხელისუფლებაში თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის საკითხს ეხმაურებიან

Published on

ხელისუფლებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომის საკითხს ეხმაურებიან.
 
 დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად 2011 წლიდან მოდის და გადადგომის შემთხვევაში, მისთვის გულისდამწყვეტი იქნება:
 
„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია "ქართული ოცნება" შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში,“- განაცხადა კალაძემ.
 
თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული წევრია და მისი მოსმენაა საჭირო. – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 
მისი თქმით,  წულუკიანის გადადგომის შესახებ დეტალური  ინფორმაცია არ აქვს:
„საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ამაზე საუბარი არ გვქონია და უახლოეს დღეებში გვექნება კომუნიკაცია. მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს და როდესაც გავეცნობი საკითხს, შემდგომ ვისაუბრებ. თეა წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია. ის 2012 წლიდან არის მინისტრთა კაბინეტის წევრი და ბუნებრივია, ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ. კომუნიკაცია იქნება მინისტრთანაც და პრემიერ-მინისტრთანაც,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თეა წულუკიანის წასვლის საკითხი, არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.
„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს აწერს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც ის საუბრობს, საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. ის არაფერს მალავს, მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია.
არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. ჩვენთან არის აზრთა სხვადასხვაობა, საკითხებზე დაპირისპირება, უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა რღვევა საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...