მთავარისიახლეებისაზოგადოება"ინვესტორები გამოხატავენ ძალიან დიდ შეშფოთებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"...

“ინვესტორები გამოხატავენ ძალიან დიდ შეშფოთებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით” – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელი

Published on

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი ამ ეტაპისთვის შევსებულია, თუმცა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მომავალი წევრები მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ  – ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს.
 
”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებულია. ინვესტორთა შორის არიან “თიბისი ჰოლდინგი” – 70 მილიონი დოლარის ინვესტიციით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი  (IFI) 400 მილიონი დოლარით, საინვესტიციო ფონდი – 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები.
 
„პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა არის დაახლოებით, 620 მილიონი დოლარი. აქედან 400 მილიონი არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მობილიზებული ასე ვთქვათ, სასესხო ნაწილი. ორი კვირის მანძილზე მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ასევე გამოვლენას ვინ იქნება გენერალური კონტრაქტორი.
 
"ჩვენი ინვესტორები, კონსორციუმის ის მომავალი წევრები, იქნება ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ოპერატორი იქნება თუ სხვა, რა თქმა უნდა, გამოხატავენ ძალიან დიდ შეშფოთებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ხელს გვიშლის,“-აცხადებს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...