მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

Published on

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
 
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა  გაეყვანათ დარბაზიდან დამსწრეები.  
 
თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა", – ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსამართლემ განუცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მელიას მიუთითა, კითხვა ესწავლა.
 
ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა. მან  მოსამართლეს ასევე განუმარტა, რომ კირკიტაძე ციხეში დაოჯახდა და ასევე, გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრი, რომლის დაკრძალვაც ხუთშაბათს არის. კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემით არ სპეკულირებს, თუმცა, ეს პირადი ტრაგედიაა.
 
კონდახიშვილმა ასევე 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ წერილიც წარადგინა.
 
აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა გასულ სასამართლო პროცესზეც დააყენა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის ტექნიკურად მომზადებული არ იყო.
 
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არიდებდა. ბრალდების მხარის თქმით, პარლამენტარების თავდებობა ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის აცილებას, რადგან აქციაზე დეპუტატების ყოფნა ვერ გახდა კირკიტაძისთვის შემაკავებელი.
 
მოსამართლემ განმარტა, რომ გასულ სხდომაზე შუამდგომლობის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემაზე არ მიუთითებია. მოსამართლის განცხადებით, აღკვეთის განხილვა ორ თვეში ხდება.
 
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს .აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული..

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...