მთავარისიახლეებიმსოფლიოჩრდილო კავკასიაში ბოლო ექვს თვეში მოკლულია ასზე მეტი და დაჭრილია რამდენიმე ასეული...

ჩრდილო კავკასიაში ბოლო ექვს თვეში მოკლულია ასზე მეტი და დაჭრილია რამდენიმე ასეული რუსი პოლიციელი

Published on

 ცნობით, ჩრდილო კავკასიაში, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, ადგილობრივ მებრძოლებთან შეტაკებისას, რომლებსაც რუსები სპეცოპერაციებს უწოდებენ, უკვე 100–ზე მეტი პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილების საერთოდ რიცხვი კი, რამდენიმე ასეულს აღწევს. – იუწყება პრესა გე –  რუსულ ოფიციალურწყაროებზე დაყრდნობთ. ამავე გამოცემის ცნობით,  არაოფიციალური წყაროები  ირწმუნებიან, რომ დაღუპული რუსი ძალოვნების რაოდენობა გაცილებით მეტია.
 
ეს ხელს არ უშლის მინისტრ ნურგალიევს ამტკიცოს,რომ  ბოლო დროს, რუსმა „სამართალდამცველებმა“, კავკასიელ მებრძოლებთან უთანასწორო ომში, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს და ოპერაციების ნაკლები დანაკარგებით ასრულებენ. თუმცა, რეალური ფაქტები და სტატისტიკა, თვით ისეთ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი, როგორიც რუსეთია, მაინც ვრცელდება.  
 
განსაკუთრებით მძიმე ვითარება დაღესტანშია. რუსი ადამიანის უფლებათა დამცველების ძალზედ მწირი რაოდენობა, არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლებას სტრატეგიას, რომელიც „ძველ გზას“ პრინციპულად არ ღალატობს, სასტიკად აკრიტიკებს. ეს ხმა, ბუნებრივია, უდაბნოში ღაღადისად რჩება. ჩრდილო კავკასიაში კი, ომი ვერა და ვერ დასრულდა და, პირიქით, ახალ ფორმებს და „ვარიაციებს“ იღებს, რაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტერორიზმის საფრთხეს მაქსიმალურ ნიშნულამდე ზრდის.  
 
. თავად, რუსული პოლიციის ინფორმაციითვე, 2011 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, მთლიანად ქვეყანაში 370 ტერორისტული ხასიათის ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 30 პროცენტით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. დაღესტანსა და ყაბარდო–ბალყარეთში, დაჯგუფებების ლიდერები რეზონანასული ტერაქტებით პერმანენტულად იმუქრებიან და, პერიოდულად, ეს მუქარა სისრულეშიც მოჰყავთ. არ წყდება ინდივიდუალური ტერორი, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგაა მიმართული. ყოველივე ამის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უკიდურესად ცინიკურად ჟღერს.
 
გასულ კვირას, დაღესტანში, ფედერალურმა ძალებმა, მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარეს და „ტერორისტული ჯგუფი“ გაანეიტრალეს. შედეგად, დაიღუპა ერთი 20 წლის გოგონა. ცნობილია, რომ მეორე დაღუპული, ასევე, ქალია. ორივე მათგანი, რუსულმა მედიამ „საშიშ ტერორისტებად“ და „ბანდის“ წევრებად მონათლა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით, გავრცელდა ხმები, რომ ქალბატონები უბრალო მოქალაქეები იყვნენ და ინციდენტის მომენტისათვის, საკუთარი სახლიდან გარეთ გამოდიოდნენ.
 
რუსული არასამთავრობოების ნაწილმა გამოძიება მოითხოვა, თუმცა, შესაბამის ორგანოებს ამ განცხადებებზე, არანაირი რეაქცია არ მოუხდენიათ. ასეთი სტრატეგია, რუსული სახელმწიფოს ჩვეული ხელწერაა და ის უკვე აღარავის უკვირს. მსგავსი ფაქტები კი, ჩრდილო კავკასიის რეგიონში ვითარებას წლითი წლობით ამძიმებს და, ზოგადად, „ველიაკაია დერჟავას“ საძირკველს, ძირს უთხრის. – წერს გამოცემა.

სიახლეები

შეთანხმების დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია – ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის შეხვედრაზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალური ანგარიში გაავრცელა—- სახელმწიფო მდივანი, რუბიო და არმიის მდივანი,...

რუბიო მოლაპარაკებებზე- უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, ყველაზე პროდუქტიული დღე გვქონდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართულ...

2025 წელს, საქართველოში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება – მიქანაძე

ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება....

კობში, ახალი გზის მშკობში, ახალი გზის მშენებლობას 4 მუშა ემსხვერპლაენებლობას 4 მუშა ემსხვერპლა

სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი...