მთავარისიახლეებისამართალი,,ამ ხელისუფლებას, რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში - ეს არის რუსეთის...

,,ამ ხელისუფლებას, რომ შეეძლოს, მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში – ეს არის რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი საოკუპაციო რეჟიმი“

Published on

 3000 ადამიანი მივიდა დღეს დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე.  ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ და თავდებში უდგებიან. დღეს  თავდებობაზე თანხმობა პარლამენტის 27 დეპუტატმა გამოთქვა.
 
წინა პროცესზე  ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა წარადგინა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული 15 000 ხელმოწერა, რაც მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია, რადგან თავდებობის მსურველები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
 
და აი, დღეს ადვოკატის განცხადებით, წინა სასამართლო პროცესიდან მოსამართლის გამოწვევა მიღებულია. ათასობით თავდებობის მსურველი წარმოდგენილია და ახლა სასამართლოს მართლმსაჯულების ტესტის ჩაბარება მოუწევს.
 
"დღეს არის ტესტი სასამართლო იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნით და ის აბსოლუტურად ჰიპოთეტური საფრთხე,რომელიც დავით კირკიტაძის პატიმრობას ედება საფუძვლად დარჩება ძალაში ტუ კიდევ რაიმე ახალს მოიგონებს სასამართლო, იმისთვის რომ ბატონი დავითი დატოვოს  პატიმრობაში,“-აცხადება ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
 
სასამართლო დარბაზში შეკრებილი არიან  არიან პარლამენტარები ოპოზიციიდან, ,,ნაციონალური მოძრაობისა'' და ,,ევროპული საქართველოს'' ლიდერები, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.  
 
 
 „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არა აქვს   არა აქვს მოლოდინი იმისა, რომ დავით კირკიტაძეს გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლებენ, რადგან ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.
 
„ხელისუფლებას სჭირს სრული პარანოია. წინა სხდომაზე სასამართლომ გამოაცხადა,რომ ყველა პარლამენტის წევრი მინდა ვნახო და ის ხალხი ვინც თავდებში დაუდგა,რომ  დავრწმუნდე,  ესმით სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავდებობისო. აი, მოვიყვანეთ ეს ხალხი ახლა არ ვიცი რას მოიგონებენ. ამ ხელისუფლებას რომ შეეძლოს მთელ ოპოზიციას ჩასვამდა ციხეში. რადგან ეს არის რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი საოკუპაციო რეჟიმი,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
 
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, სამართლებრივად არ არის სწორი დავით კირკიტაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვება. 
 
"არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დარჩეს. სამართლებრივად ეს არის აბსურდი, პროკურატურამ იმთავითვე არაადექვატური მუხლი წაუყენა პოლიტიკურ აქტივისტს, რომელმაც შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ მას წაყენებული აქვს მუხლი, რომელსაც ყაჩაღობის დროს, პისტოლეტს ან ავტომატს რომ ესვრის პოლიციელს ის მუხლი აქვს წაყენებული,“-განაცხადა უგულავამ.
 
მისი თქმით, თუ არ იქნა გამიჯნული, რომ ყაჩაღსა და პოლიტიკურ აქტივისტს ერთი და იმავე მუხლით არ ედავოს ბრალდების მხარე, მაშინ ქვეყანა სამართლებრივი სივრციდან გავა. 
 
„ამით მართლმსაჯულების დანგრევა ხდება. მაშინ ჩვენ წინ ვერ წავიწევით და მაშინ სამართლებრივი სივრციდან თუ გავედით ყველამ იმით უნდა დაიცვას თავი, რითაც შევძლებთ და მივიღებთ სრულ ქაოსს და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი“ – განაცხადა უგულავამ.
 

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს საქმის არსებითი განხილვა გაიმართება

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...