მთავარისიახლეებიპოლიტიკათაკო ჩარკვიანი: ,,რუსული კორუფციული მართვის ვასალი შუშის სასახლეში ზის და უნდა...

თაკო ჩარკვიანი: ,,რუსული კორუფციული მართვის ვასალი შუშის სასახლეში ზის და უნდა ჩემი სამშობლო იყიდოს”

Published on

თაკო ჩარკვიანის პარტია "კანონი და სამართალი" ოფიციალურად დაფუძნდა. პრეზენტაცია  ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.
 ჩარკვიანის გუნდში იქნებიან: ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია, მარი საველიძე.
 
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ქვეყანა ვიღაცამ, ახალგაზრდების ენაზე რომ ვთქვა, მოთაგა, იცით? დაიბევა… რას ვგულისხმობ იცით ამაში? რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე, რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. ანუ გაუქმებულია საქართველოს მიწა-წყალი. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს, ეს გახლავთ რუსული კორუფციული მართვის სტილი. შემოგვეპარა? დიახ, მე პირადად შემომეპარა 2012 წელს რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ რჩებიან უმუშევრები, უქონელნი, გაუნათლებლები. ვიღაცა ჩვენს ბიუჯეტს ჭამს", – თქვა თაკო ჩარკვიანმა.
 
მან სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გაერთიანებულ ოპოზიციასთან და სხვა პარტიებთან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს.
 
თაკო ჩარკვიანმა დღეს ასევე თქვა, რომ აქვთ ძალიან საინტერესო რეგიონული განვითარების გეგმა და კონსულტაციებს უცხოელებთან გადიან.
 
"ჩვენ ჩამოვიყვანეთ ორი უცხოელი, რომლებთანაც კონსულტაციებს გავდივართ კიარა, პრაქტიკულად, ვამუშავებთ ამ რეგიონული განვითარების პროგრამას. მე მგონია, რომ ჩვენი პარტიისთვის ეს იქნება სავიზიტო ბარათი. მაგრამ ვერაფერიც ვერ გაკეთდება, ვერც ერთი პარტია – ვერც თქვენ, ვერც ჩვენ, გინდა კიდევ 25 შეიქმნას, არაფერი გამოვა, არც ერთი კარგი პროგრამა არ იმუშავებს, თუკი ანტიკორუფციულმა კანონმა არ იმუშავა. მხოლოდ ანტიკორუფციული კანონის ამოქმედების შემდეგ იმუშავებს საქართველოში ყველა პროგრამა", – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...