მთავარისიახლეებისამართალინუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

Published on

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი, სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდას მოითხოვს.
 
სასამართლო სხდომა ხვალ, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სამეფო ოჯახის საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მიწვეული იქნებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები – როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.
 ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საერთაშორისო საზოგადოებაში სამეფო სახლის წარმომადგენლად თავს მხოლოდ იმ მიზნით ასაღებს, რომ ამით ფული იშოვნოს.
 
„ის სინამდვილეში არ წარმოადგენს ბაგრატიონ მუხრანელთა იმ შტოს, რომელიც მართავდა ქვეყანას. ამას ყველა ისტორიკოსი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, ვითხოვთ აღიკვეთოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენება, ამ დავის თავისთავადობიდან გამომდინარე, კანონით ზუსტად ეს საკითხი არ არის დარეგულირებული, თუმცა სამოქალაქო კოდექსში არსებობს მე-17, მე-18, მე-19 მუხლები, რომლებიც კრძალავს სახელის უფლების გამოყენებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის თვითმარქვიაა, ის სამეფო ოჯახის წევრიც არ არის, ყოფილი სიძეა და არა აქვს უფლება  საქართველოს სამეფო სახლის სახელით ასე ისარგებლოს“- აღნიშნავს ლევან გორელაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.
 
მოპასუხე მხარის უფლებადამცველი ლევან ჩხეიძე კი მოსარჩელე მხარის სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო დავა მათ სასარგებლოდ გადაწყდება.
 
„მთავარი ნონსენსი ამ სარჩელის არის ის, რომ მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არსად მათი სახელი არ გამოუყენებია. როგორც ვიცით, სახელი შედგება სახელისა და გვარისგან, ასე წერია კანონში. მათი სახელებია ანა და ნუგზარი და არა საქართველოს სამეფო სახლი. რაც შეეხება იმას, რომ ისინი ითხოვენ აეკრძალოს ჩემს მარწმუნებელს სამეფო სახლის წარმომადგენლის სახელით სარგებლობა, ასეთი სტატუსი საქართველოში ამჟამად არსებული სახელმწიფოებრივი მოწყობის მიხედვით ოფიციალურად არც არსებობს“,- აცხადებს ადვოკატი.
 
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი 2009 წლიდან 2016 წლამდე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ ერთი შვილი – ექვსი წლის უფლისწული გიორგი ჰყავთ.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...