მთავარისიახლეებისამართალიაშშ-ში ძებნილი გარი შალონი ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს „ქართუ ბანკში“ ინახავდა.- ოპოზიცია...

აშშ-ში ძებნილი გარი შალონი ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს „ქართუ ბანკში“ ინახავდა.- ოპოზიცია ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემის არსებობას არ გამორიცხავს.

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ „ბანკი ქართუს“ მიერ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემის შესწავლას ითხოვს.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს რა კავშირი ჰქონდა „ქართული ოცნების“ წევრს, შოთა შალელაშვილს და მის შვილს გარი შალონს “ქართუ ბანკთან'' და  ითხოვს პასუხს, ჰქონდათ თუ არა ბანკს ნფორმაცია, რომ გარი შალონი აშშ-ში ძებნილი იყო.
 
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატის შვილი ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს, სწორედ „ქართუ ბანკში“ ინახავდა. საბოლოოდ დეპუტატის ძებნილი შვილის ანგარიშები ამერიკის პროკურატურამ დააყადაღა, თუმცა მანამდე, გარი შალონმა მოასწრო და “ქართუ ბანკისგან“ მრავალმილიონიანი ქონებაც შეიძინა.
 
ოპოზიცია ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემის არსებობას არ გამორიცხავს.
 
"საქმე გვაქვს ფულის კლასიკურ გათეთრებასთან. შესაბამისად, ბანკმა საჯაროდ უნდა გაგვცეს პასუხი მაშინ როდესაც ამ ტრანზაქციას ახორციელებდა იყო თუ არა საქმის კურსში, რომ აშშ-ში ამ კონკრეტულ ადამიანზე იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მონაწილეობა მიიღო თუ არა, ათობით მილიონობით ლარის გათეთრებაში.
 
გარდა ამისა, რომ ჩვენ ბანკისგან ვითხოვთ პასუხს, ასევე საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე და საქმე ეხება ათობით მილიონი ლარის გათეთრებას,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
 
"შაბათის კურიერის“ ინფორმაციით, 2014 წელს „ქართუ ბანკისგან“, შალელაშვილებმა თითქმის, 6 მილიონ დოლარად მიწა და სასტუმრო შეიძინეს. გარი შალელაშვილის ამერიკაში ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დაკავების შემდეგ კი მან ეს უძრავი ქონება დედას აჩუქა.
 
არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის ბანკის დახმარებით ჯერ ფული გაათეთრა, შემდეგ კი შეძენილი ქონება გადამალა.

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...