მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების პოლიტიკური ვენდეტა ბიზნესზე - ფადი ასლი რეპრესირებული კომპანიებს სიას აქვეყნებს

ხელისუფლების პოლიტიკური ვენდეტა ბიზნესზე – ფადი ასლი რეპრესირებული კომპანიებს სიას აქვეყნებს

Published on

ხელისუფლების პოლიტიკური ვენდეტა ბიზნესზე და მმართველობის მაფიოზური და მონოპოლისტური სტილი – ასე აფასებს ბიზნესგარემოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი. ფადი ასლი აცხადებს, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ვენდეტა იმ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტებთან არიან დაახლოებულები.
 
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში იმ კომპანიების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლებსაც მისი ინფორმაციით, ხელისუფლება უკვე წლებია ავიწროებს. ამ კომპანიების ნაწილი ან უკვე გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა, ფადი ასლი ამბობს, რომ მათი უმრავლესობის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება. მათ შორის არის "იკონია კაპიტალი," "გიგანტი სექიურითი," „შატო თელავი,” "ალგორითმი."
 
ჩამონათვალში 20-მდე კომპანიაა. ფადი ასლი ამბობს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიზნესმენებს ხმამაღლა საუბარი ეშინიათ. მათ დასაშინებლად კი მთავრობა თითქმის ყველა ჯერზე ერთნაირი სქემით მოქმედებს. ფადი ასლი ამ სქემის მთავარი მოქმედ პირებს ბიძინა ივანიშვილს და მის საახლობლო წრეს ასახელებს.
 
მაშინ, როცა ბიზნესმენები საკუთარი ბიზნესის დაკარგვის შიშით დუმან, ხმა ბიზნეს ორგანიზაციებმა უნდა აიმაღლონ-ფიქრობს ფადი ასლი და არც იმას მალავს, რომ იმედგაცრუებულია, ხელისუფლების პირისპირ თითქმის მარტო რომ აღმოჩნდა.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...