მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მერიის საწყობი გაქურდეს

თბილისში მერიის საწყობი გაქურდეს

Published on

თუმანიანის ქუჩის რეაბილიტაციას შეწირული ადგილობრივების ნივთები – მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს.
 
დაზარალებულია ის ხუთი ოჯახი, რომელიც თბილისის მერიამ, თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა. მათი ნივთები კი მერიის საწყობში ინახებოდა.
 
საცავში მისულებს საწყობი გაძარცვული, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ.
 
ადგილობრივები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
 
„უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე მეძინა სიონის ბაღში, სანამ ბინას ქირით ვიშოვიდი. გაძარცვულია ყველაფერი. ლტოლვილები შეუშვიათ. რომ ვკითხეთ, ვინ შემოგიშვათო, გამგეობამ შემოგვიშვაო,“ – განაცხადადა დაზარალებულმა ნოდარ ალადაშვილმა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...