მთავარისიახლეებისამართალიინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Published on

ლიბერთი ბანკის ინკასატორზე თავდასხმაში ბრალდებულები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის მოსამართლე  ირაკლი აფშილავამ   სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მაია ჯაბუას მოთხოვნა ორივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას 179-ე, 236-ე, 143–ე და 237-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ხოლო რაც შეეხება ომარ ხუხუას, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელია, ბრალი დაუმძიმდა, დაემატა მე-5 მუხლი, რადგან სწორედ მან გაისროლა ჯუმკა ჯიქიას მისამართით. ორივე ბრალდებული უარს აცხადებს ადვოკატის აყვანაზე, ვინაიდან მათ მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებას აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...