მთავარისიახლეებიპოლიტიკააეროპორტ შერემეტევოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ნაღმი აღმოუჩინეს, რომელიც მას კოლექციისთვის სახლში მიჰქონდა

აეროპორტ შერემეტევოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ნაღმი აღმოუჩინეს, რომელიც მას კოლექციისთვის სახლში მიჰქონდა

Published on

მოსკოვის აეროპორტ "შერემეტევოში" ამერიკის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც ნიუ-იორკში მიფრინავდა, ბარგში ნაღმი აღმოუჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
 
ადგილზე მოსულმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნაღმი ნამდვილი იყო, თუმცა მაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი აცხადებს, რომ მან ცარიელი ნაღმი კოლექციისთვის შეიძინა.
 
საელჩოს თანამშრომელი სამშობლოში შემდეგი რეისით გაფრინდა, თუმცა, საკოლექციო ნაღმი თან არ გაატანეს.
 
აშშ-ის საელჩო ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებს.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...