მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ავიაკომპანია Georgian Airways დახმარებას ითხოვს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways დახმარებას ითხოვს

Published on

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways დახმარებას ითხოვს. კომპანია  საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათვამია რომ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია მათ ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და “არარეალური ვალების” დაფარვას ითხოვს . 
 
Georgian Airways-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის, "ტავ ურბან ჯორჯია"-ს მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აეროპორტების მდგომარეობა გაუსაძლისია. 
 
თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა. ისეთი გადასახადები, როგორიც "ტავ ურბან ჯორჯიას" აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში. "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობა თვლის რომ "ტავ ურბან" ჯორჯიას მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. "ტავ ურბან ჯორჯიას" წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია,"-აცხადებენ კომპანიაში.

 
Georgian Airways-ის ინფორმაციითვე, "ტავ ურბან ჯორჯია" უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.
 
"ტავ ურბან ჯორჯიას" ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს "ტავის" ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ) მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის რომ "ტავ ურბან ჯორჯია" არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და ერთად გავაპროტესტოთ "ტავ ურბან ჯორჯიას" კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში,”-ნათქვამია განცხადებაში.
 
  

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...