მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნების" დახურული კვლევით, ნიკა მელია ზუგდიდის მერის არჩევნებს პირველივე ტურში, ...

“ოცნების” დახურული კვლევით, ნიკა მელია ზუგდიდის მერის არჩევნებს პირველივე ტურში, 52.3 პროცენტით იგებს

Published on

Presa.ge-მ „ქართული ოცნების“ ოფისიდან, 2019 წლის თებერვალში, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების შესახებ ჩატარებული კვლევის დახურული მონაცემები მოიპოვა.
 
აღმოჩნდა, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარდეს, დიდი უპირატესობა ექნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ნიკა მელიას. 
 
 
 
ამომრჩევლის წინასაარჩევნო კვლევა – ზუგდიდი
 
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ 2019 წლის მაისში ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები ტარდება.
 
ხოლო გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საკმაოდ დიდი აქტივობის საწინდარია.
 
რაც შეეხება კონკრეტულად ზუგდიდის მერის სავარაუდო კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებასა და მოწონების რეიტინგს, საკმაოდ ნეგატიურად უყურებენ ზუგდიდელები „ქართული ოცნების“ ფავორიტს, ზუგდიდის ვიცე-მერს, გეგა შენგელიას. მას, დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 30.8% აფასებს, უარყოფითად კი – 18.1% (დანარჩენი ან უარს ამბობს ან თავს იკავებს შეფასებისაგან).
 
სამაგიეროდ, გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კი, 15.2 პროცენტს აქვს (დანარჩენი ან უარს ამბობს პასუხზე ან თავს იკავებს).
 
გაიზომა სხვა კანდიდატების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულებაც.
 
მაგალითად: ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩეველთა 28% მოსწონს, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კი 19%-ს აქვს (დანარჩენი ან უარს ამბობს ან თავს იკავებს შეფასებისაგან).
 
გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ლევან კონჯარიას 26% დადებითად უყურებს, 20% უარყოფითად (დანარჩენი ან უარს ამბობს პასუხზე ან თავს იკავებს შეფასებისაგან).
 
ხოლო კითხვაზე – ხვალ რომ ზუგდიდის მერის არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასეთია:
 
ნიკა მელია (გაერთიანებული ოპოზიცია) – 52.3%;
 
გეგა შენგელია (ქართული ოცნება) – 30.6%;
 
სხვა – 4.7%;
 
ჯერ არ გადამიწყვეტია – 12.3%
 
შენიშვნა: სავარაუდოდ, ამ კითხვაში დასახელებული ორი კანდიდატი (ნიკა მელია და გეგა შენგელია), მოწონების რეიტინგის გაზომვისას გამოვლენილი შედეგების მიხედვით შეირჩა.
 
„ქართული ოცნება“ დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორითაც. მმართველი პარტიის მიერ დაკვეთილ კვლევაში, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ „ძალიან უარყოფითად“. ხოლო 14% – „მეტ-ნაკლებად უარყოფითად“ უყურებს ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში.
 
საყურადღებო დეტალი: კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ზუგდიდელთა 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25%-ს მიაჩნია, რომ საქართველო სწორი გზით მიდის…
 
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ აღელვებს სატელევიზიო არხების რეიტინგებიც. მაგალითად, კვლევის დროს დასმული იყო ასეთი კითხვაც: რომელი სატელევიზიო არხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას უყურებთ ყველაზე ხშირად?
 
ამ კითხვაზე, პასუხები ასე გადანაწილდა: „რუსთავი 2“ – 47%, „იმედი“ – 37.6%, „ტელეკომპანია პირველი“ – 2.5%, პალიტრა ტვ – 1%, საზოგადოებრივი მაუწყებელი 0.9%, ობიექტივი – 0.6, მაესტრო – 0. 2%, სხვა – 2.8, არც ერთს – 6.3%, უარი პასუხზე – 1%.
 
P.S: მართალია, ზუგდიდის მერის არჩევნებში არც ერთ პოლიტიკურ ძალას თავისი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან, ზუგდიდის მერობისათვის ნიკა მელია იბრძოლებს, რღვევის პირას მყოფი მმართველი პარტიიდან კი, დიდი ალბათობით, ვიცე-მერი გეგა შენგელია.

 
 
14:28 08.03.2019
წყარო: პრესა.ჯი
 
 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...