მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ,, არსებობს დამატებითი მტკიცებულებები თიბისი ჯგუფის საქმეში ხელისუფლების ძალადობრივი...

ზაალ უდუმაშვილი: ,, არსებობს დამატებითი მტკიცებულებები თიბისი ჯგუფის საქმეში ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების შესახებ ”

Published on

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი tbc ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილთან დაკავშირებუ კომენტარებში აცხადებს, რომ  არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში ”
 
“შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას.
 
პირველ რიგში, ჩვენ აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ ამ ხელისუფლებისა და ამ პროკურატურის პირობებში მოხდება ამ საქმის გამოძიება. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველას მოუწევს პასუხისგებაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან.
 
გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში ”
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...