მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი წამყვან როლს რომ თამაშობს და რომ ითამაშებს, ეჭვი ხომ...

,,ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი წამყვან როლს რომ თამაშობს და რომ ითამაშებს, ეჭვი ხომ არ გეპარებათ? გაშლილი ლიმონკაა ის თქვენ ხელში” – გუბაზ სანიკიძე ,,ქართულ ოცნებას”

Published on

 
ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი წამყვან როლს რომ თამაშობს და რომ ითამაშებს, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?.. და უფროდაუფრო რომ მოუმატებს..- გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ხელისუფლებას მიმართავს.
 
დამთავრებულია „ქართული ოცნების" საქმე.. ახლა გასაფორმებელია მხოლოდ, რომ როგორმე უმტკივნეულოდ გავუშვათ"..
მოემზადეთ, დიდი გამოცდა გელით, ჩემი ძვირფასი მეოცნებეებო.
 
მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს, უკვე გაიგეთ. კი არ ეშინიათ, სასოებით ელოდებიან უკვე სააკაშვილს.
 
არ იცით თქვენ, არა, არ დადიხართ, არ ჩამოდიხართ, იმ მანქანებით დადიხართ, ამ დაბურული შუშებით იყურებით, რაღაც ფილმის გმირები გგონიათ თავი, რაღაცა წარმოგიდგენიათ…. ცარიელი ადგილები ხართ სუყველა, ნულების პარადი ხართ თქვენი ბელადიანად, ნულები ხართ და დაგიმთავრდებათ ეს ამბავი, გიმთავრდებათ უკვე ”
 
“განაცხადეს, რომ გუბაზ სანიკიძეს უნდა სააკაშვილის ჩამოყვანა, მე როგორ უნდა ჩამოვიყვანო სააკაშვილი.უბრალოდ ვთქვი, რომ ხომ ხართ ასეთი მამაცები “ქართული ოცნება”, მიეცით პასპორტი ის ხო არის მხდალი,ჩამოვიდეს და დაიჭირეთ აეროპორტში. არ გინდათ სააკაშვილის ჩამოსვლა, გაშლილი ლიმონკაა ის თქვენ ხელში, არაფრის დამჭერები არ ხართ. დაიფანტებით ოთხივე მხრიდან”

 
”ჩავთვლი მიშასთან შეხვედრას საჭიროდ? – შევხვდები. 
ჩემი პირადი საქმეების გამო კი არა, თუ დაჭირდება საქმეს. 
ჩვენი ქვეყანა, საქართველო ჰქვია ამ საქმეს.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...