მთავარისიახლეებისამართალი,,იცით რატომ გააკეთა? კარგი ცხოვრება გვაქვს და იმიტომ,, - ლიბერთი ბანკის...

,,იცით რატომ გააკეთა? კარგი ცხოვრება გვაქვს და იმიტომ,, – ლიბერთი ბანკის ინკასატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახმა გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინა [Video]

Published on

ზუგდიდში, ლიბერთი ბანკის ინკასატორზე თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული  შსს-ს მოქმედი თანამშრომლის ოჯახი მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობს.

ომარ ხუხუას მეუღლეს არ სურს მომხდარზე საუბარი.

,,იცით რატომ გააკეთა? კარგი ცხოვრება გვაქვს და იმიტომ.  მე არ ვაგებ პასუხს მის დანაშაულზე, მე შვილები მყავს და ოჯახი მაქვს, შემეშვით,, – უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის მეუღლემ

ხუხუას ოჯახის წევრებმა  ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცეს და  ქვები დაუშინეს. 

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს.

პოლიციამ 6 მარტს,ზუგდიდში ბრალდებულის სახით დააკავა  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ.  მათგან ერთი – ომარ ხუხუა შსს მოქმედი თანამშრომელია. 

 

გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი ორი ცალი "კალაშნიკოვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული "გირსანის" ტიპის პისტოლეტები, ნიღბები, დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ",- აცხადებენ შსს-ში

 

 

 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....