მთავარისიახლეებიპოლიტიკადაგროვებითი პენსია - საკონსტიტუციო სასამართლო პროგრამის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

დაგროვებითი პენსია – საკონსტიტუციო სასამართლო პროგრამის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა იძულებით ჩართვის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეები, არგუმენტებს არა მხოლოდ დასაქმებულთა, არამედ დამსაქმებელთა საკუთრების უფლების დარღვევებზე წარადგენენ.

სარჩელის ავტორები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითი განხილვაში მიიღებს.

„სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს თუ როგორ არის უკეთესი მოვექცეთ ჩვენს საკუთრებას. რაც შეეხება დამსაქმებელთა გასაჩივრებას, ჩვენ ვფიქრობთ,რომ ეს 2% არის დამსაქმებლებისთვის ტვირთი, რაც არღვევს ასევე დამსაქმებლის უფლებას“-აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი, ედუარდ მარიკაშვილი.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...