მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე პირველად წარდგება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე პირველად წარდგება

Published on

პრეზიდენტი დღეს, პარლამენტის წინაშე ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა.პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლა შემდეგი პროცედურით გაგრძელდება: თავდაპირველად 10-10 წუთი იმ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. პარლამენტში ამჟამად ასეთი ორი ფრაქციაა: “ნაციონალური მოძრაობა“ და “საქართველოს პატრიოტები“, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა 15-15 წუთიანი დროით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს დაეთმობათ.გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვდეს.პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. სალომე ზურაბიშვილის დასკვინითი სიტყვის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...